"ბავშვები განრიდებულ უნდა იქნან დედისგან" - სოციალური მუშაკები ტატიანა სოლოვიოვას სახლში არიან
რუსეთიდან საქართველოში გამოქცეული ქალი, რომელიც შვილებზე ძალადობისთვის მსჯავრდებულიც იყო, ამტკიცებს, რომ მოძალადე არ არის. საქმე ეხება „შაბათის ეთერის“ რეზონანსულ გამოძიებას, პუტინთან დაახლოებული ჟურნალისტის მეგობრის შესახებ.
ვიტალი სოლოვიოვის ადვოკატმა კი გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ ძალადობს დედა, ტატიანა სოლოვიოვა ბავშვებზე.
„პირველები“ ესაუბრა სოლოვიოვის ადვოკატს, რომელიც ამბობს, რომ დედა ნამდვილად ძალადობდა ბავშებზე, ხოლო სასამართლომ მიიღო განჩინება, რომ ბავშვები სოციალურმა სამსახურმა გადაიყვანოს უსაფრთხო ადგილას. თუმცა, ამის საშუალებას სოციალურ სამსახურს ბავშების ბებია არ აძლევს.
ამ წუთებში, სწორედ სოციალური სამსახურის მუშაკები არიან სახლში შესულები.
ბავშვების ადვოკატი კი ამბობს, რომ სასამართლომ სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო.
„სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა აღსრულდეს ყველა წესის დაცვით. არასრულწლოვნების ინტერესები სასამართლოს გამოკვლელული აქვს, რაც ნიშნავს იმას, რომ არც ირინა აბრამენკოსთან, არც ტატიანა სოლოვიოვასთან არ უნდა იმყოფებოდნენ და ყველა სახელმწიფო უწყებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ბავშვები განრიდებულ იქნან ამ სუბიექტებისგან და გადავიდნენ სახელმწიფო ზრუნვის ფარგლებში“.- ამბობს ადვოკატი.
ბავშვების მამას, ვიტალი სოლოვიოვს, რომელსაც შვილებზე ფიზიკურ ძალადობას ედავებიან, საქართველოში ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს.
მისი ცოლი ამბობდა, რომ მას ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი ლობირებდა.
დღეს რუსმა მომღერალმა და ტოპ მოდელმა საგანგებო ბრიფინგი თბილისში გამართა. ქალი ამტკიცებს, რომ მისი მეუღლე მის წინააღმდეგ ყალბ ვიდეო მასალას ავრცელებს და ამბობს, რომ არ ახსოვს, როგორ ძალადობდა საკუთარ შვილებზე.