ჩემი მეუღლე საქართველოში გავლენებს იყენებს და ბავშების ჩამორთმევას ცდილობს - ტატიანა სოლოვიოვა

03.12.22 14:13
ჩემი მეუღლე საქართველოში გავლენებს იყენებს და ბავშების ჩამორთმევას ცდილობს - ტატიანა სოლოვიოვა

რუსეთიდან საქართველოში გამოქცეული ქალი, ტატიანა სოლოვიოვა,რომელიც შვილებზე ძალადობისთვის მსჯავრდებულიც იყო, ამტკიცებს, რომ მოძალადე არ არის. 

დღეს რუსმა მომღერალმა და ტოპ მოდელმა საგანგებო ბრიფინგი თბილისში გამართა. ქალი ამტკიცებს, რომ მისი მეუღლე მის წინააღმდეგ ყალბ ვიდეო მასალას ავრცელებს და საქართველოში გავლენების წყალობით ცდილობს ბავშვების ჩამორთმევას.

„ეს ვიდეო მონტაჟია და არ შეესაბამება სინამდვილეს. ჩემი მეუღლე ძალიან საშიში ადამიანია. მან სახლში ყველგან კამერები დაგვიმონტაჟა და გვითვალთვალებდა. სასამართლსო გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები, რადგან მე არ მიძალადია ჩემს შვილებზე. ჩემი მეუღლე თავის გავლენებს იყენებს საქართველოში და ამ გავლენების წყალობით ცდილობს ბავშების ჩამორთმევას. სოციალური სამსახური ცდილობდა მათ წაყვანას, მაგრამ ბავშებს ეს არ სურთ“. - ამბობს ტატიანა სოლოვიოვა.

საქმე ეხება „შაბათის ეთერის“ რეზონანსულ გამოძიებას, პუტინთან დაახლოებული ჟურნალისტის მეგობრის შესახებ. 

ბავშვების მამას, ვიტალი სოლოვიოვს, რომელსაც შვილებზე ფიზიკურ ძალადობას ედავებიან, საქართველოში ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. 

მისი ცოლი ამბობდა, რომ მას ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი ლობირებდა.

მსგავსი სიახლეები