ამ ხელისუფლების მიერ სააკაშვილი არის სიკვდილით დასჯილი, თან წამებით - ლევან ვეფხვაძე

03.12.22 16:53
ამ ხელისუფლების მიერ სააკაშვილი არის სიკვდილით დასჯილი, თან წამებით - ლევან ვეფხვაძე

სააკაშვილის გადასარჩენად გამართულ აქციაზე მისული ექიმი ლევან ვეფხვაძე პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს სიკვდილით სჯის და რომ საქართველოში შუა საუკუნების ინკვიზიციაა.

საქართველოში სიკვდილით დასჯა არ გაუქმებულა. საქართველო არის ალბათ ერთადერთი ქვეყანა ევროპაში, სადაც ჯერ კიდევ მოქმედებს სიკვდილით დასჯა. ყოველშემთხვევაში, ამ ხელისუფლების მიერ სააკაშვილი არის სიკვდილით დასჯილი. თან ნელ-ნელა, წამებით სიკვდილით დასჯილი. ეს არის შუა საუკუნეების ინკვიზიცია. ესენი არიან ინკვიზიტორები“ .- ამბობს ლევან ფერაძე.

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები "ქართული ოცნების" ოფისთან მსვლელობით მივიდნენ. აქციაზე იმყოფებოდნენ სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები, მედიკოსები და მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა იყო. 

მსგავსი სიახლეები