"მომაკვდავი ადამიანია, მედპერსონალმა იტირა" - სააკაშვილი უმძიმეს მდგომარეობაშია

03.12.22 20:43
"მომაკვდავი ადამიანია, მედპერსონალმა იტირა" - სააკაშვილი უმძიმეს მდგომარეობაშია

"ამ ადამიანს დრო აღარ აქვს, მიხეილ სააკაშვილის წამზომი ჩართულია"- მესამე პრეზიდენტის მდგომარეობას უკიდურესად მძიმედ აფასებს ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე. 

"მომაკვდავი ადამიანია"- ამბობს უფლებადამცველი. 

მეტიც, როგორც ხაჭაპურიძე "შაბათის ეთერთან" აღნიშნავს, სააკაშვილის მდგომარეობაზე "ვივა მედის" მედპერსონალიც ძალიან ღელავს, ისინი იმდენად შეშფოთებულები არიან, რომ "ცრემლებს ვერ იკავებენ". 

უკიდურესი სიტუაციაა, ეს არის მომაკვდავი ადამიანი. ფაქტობრივად საწოლიდან ვერ წამოდგა, თვითონ ვერ ჩაიცვა, მედპერსონალი მიეხმადა, ორი ნაბიჯი ვერ გადადგა. ძალიან მძიმე სურათია. მიჭირს ამ ყველაფრრის აღწერა. იქ მედპერსონალიც ძალიან შეწუხდა, ძალიან განიცდიან იმას, რასაც ყუურებენ. ერთ-ერთ ექთანს, ცრემლებიც კი მოადგა. აღარ შეგვიძლია, ამ კაცის მდგომარეობის ყურებაო. დოკუმენტზე, ლაბურატორიულ კვლევაზე თანხმობის დოკუმენტზე ხელი უნდა მოეწერა, თუმცა საწერი ვერ აიღო ხელში"- აცხადებს ადვოკატი. 

 

მსგავსი სიახლეები