ექსკლუზივი: მონატერში მომხდარი სასტიკი დანაშაულის შოკისმომგვრელი დეტალები
"ნოდარ მელაძის შაბათმა" მონატერში მომხდარი სასტიკი დანაშაულის შოკისმომგვრელი დეტალები გაარკვია.
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, 25 ოქტომბერს საღამოს 6 საათზე, ნაწამები და გაუპატიურებული სასულიერო პირი თავდამსხმელებმა ტაძარში მიატოვეს და ტელეფონი წაართვეს, რომ საშველად არავისთვის დაერეკა.
მონაზონი გონზე მოსვლის შემდეგ ყვიროდა და შველას ითხოვდა, თუმცა ტაძარი სოფლიდან შორს სასაფლაოზე მდებარეობს, ამიტომ მონაზვნის ხმას ვერავინ გაიგებდა რომ არა ერთ-ერთი გამვლელი, ქალის გადარჩენა შეუძლებელი იქნებოდა.
სასტიკად ნაცემი დედაო პოლიციის მისვლამდე ეკლესიის წინამძღოლმა ნახა. მამა მიქაელს უმოწყალოდ ნაცემმა ქალმა უთხრა რომ ის სასიკვდილოდ ორმა ახალგაზრდამ გაიმეტა.
მამა მიქაელი ყვებაა, რომ მონაზონი სასტიკად ნაცემი დახვდა, თავდამსხმელებს კი ის მკვდარი ეგონათ.
მონაზონს სახის ძველი ჰქონდა ჩამტვრეული, დაწყებული იყო შეშუპება, რის გამოც მღვდელს მონაზვნის ამოცნობაც კი გაუჭირდა.
მონაზონი, რომელიც სასტიკი ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა, უკვე წლებია უშვილო წყვილებისთვის ლოცვას აღავლენს. ამიტომ თავდამსხელებს ჰქონდათ ეჭვი, რომ სასულიერი პირი ტაძარში, შესაწირის სახით მიღებულ დიდი ოდენობით ოქროს და ფულს ინახავდა.
საქმეს გრიფი საიდუმლო ადევს, ჩვენთვის ცნობილია რამდენიმე გარემოება, უმძიმესი დანაშაულისთვის დაკავებულთა ჩვენებიდან ირკვევა, რომ ორი თავდამსხმელი ეკლესიის მონასტერთან ძარცვამდე ბევრად ადრე მივიდა. სასაფლაოზე გაჩერდნენ და ერთ ერთი ნაცნობის საფლავზე ქეიფობდნენ. გინების და ხმაურის გამო. მათ მონაზონმა შენიშვნა მისცა, რაც თავდასხმამდე ერთი საათით ადრე მონაზონსა და ბრალდებულებს შორის კონფლიქტი მოჰყვა.
სავარაუდოდ, ნასვამმა ბრალდებულებმა მონაზონს შენიშვნა არ აპატიეს და მისი დასჯის გადაწყვეტილება მიიღეს. ეკლესიაში შეჭრის შემდეგ კი აღმოაჩინეს, რომ იქ არც ოქრო და არც ძვირფასი ნივთები არ იყო. ამიტომ ჯერ მონაზონზე იძალადეს. საბოლოოდ, კი ტაძრიდან შესაწირი ყუთები წაიღეს.
"შაბათის ეთერის" ინფორმაციით, მონაზონზე განხორციელებული ძალადობის შემდეგ ბრალდებულებმა შესაწირი ყუთი სოფლის ტერიტორიაზე გადააგდეს, ცხრამუხიდან ხაშურში წავიდნენ და იქეიფეს.
ვინ არიან დაკავებულები და რა მოხდა მონასტერში - ნახეთ, მარიამ გაფრინდაშვილის რეპორტაჟი