უკრაინაში გმირულად დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებში გლოვაა - მთავრობა დუმს

04.12.22 11:08
 უკრაინაში გმირულად დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებში გლოვაა - მთავრობა დუმს

ჯერჯერობით უცნობია, როდის მოხერხდება უკრაინაში გმირულად დაღუპული ჯარისკაცების სამშობლოში გადმოსვენება. ოჯახის წევრები ცხედრების ნაცვლად, მეომრების ფოტოებს დასტირიან, მთავრობა კი დუმს. ამ დრომდე არც პრემიერს, არც პარლამენტის თავმჯდომარეს მათთვის სამძიმარიც კი არ გამოუცხადებიათ. ერთადერთი, ვინც გმირი ჯარისკაცების ოჯახებს სამძიმარი უთხრა, პრეზიდენტი იყო. 

საარტილერიო დაბომბვაში მოყოლილი ქართველი ჯარისკაცების ბადრი მარკელიას, რომეო კვარაცხელიას, რომეო ფიჩხაიას, მერაბ ალადაშვილის და ავთო რურუას ცხედრების გამოყვანას თანამებრძოლები ამ დრომდე ვერ ახერხებენ. 

ბახმუტში, ფრონტის ის ხაზი, სადაც ქართველი მეომრები დაოღუპნენ, ამ დრომდე რუსი ოკუპანტების ალყაშია მოქცეული. არსებული ინფორმაციით, ალყაშია კიდევ სამი ქართველი მეომარი. 

ქართველი და უკრაინელი მეომრები ამ წუთებში ოკუპანტებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ. სინი ცხედრების გამოსაყვანად უსაფრთხო კორიდორს ითხოვენ. 

 

მსგავსი სიახლეები