ტატიანა სოლოვიოვას შვილები სოცმუშაკებმა იძულებით წაიყვანეს - ბავშვების ბებია პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს

04.12.22 12:42
ტატიანა სოლოვიოვას  შვილები სოცმუშაკებმა იძულებით წაიყვანეს - ბავშვების ბებია პოლიციელებს ძალადობაში ადანაშაულებს

რუსი ტოპმოდელის ტატიანა სოლოვიოვას შვილები სოცმუშაკებმა წაიყვანეს. არასრულწლოვანი ბავშვები სასამართლო განჩინების საფუძველზე მინდობით აღზრდაში მათი ნების საწინააღმდეგოდ გუშინ გადაიყვანეს. 

ბავშვების ბებია იწრმუნება, რომ სამართალმდველებმა მასზე ფიზიკურად იძალადეს და შეურაცხყოფა მიაყენეს. მისი თქმით, პოლიციელებმა მოზარდებთან გასაუბრების უფლება არც მათ უფლებადამცველებს მისცეს. 

მითხრეს, რომ ბავშვები უნდა გადაეყვანათ მინდობით აღზრდაში. ვთქვი, რომ ბებია ვიყავი და რატომ უნდა გადაეყვანათ სხვა ოჯახში. მითხრეს, თუ ბავშვებს არ გავატანდი,მათ იძულებით წაიყვანდნენ. ვითხოვდი ადვოკატებს, ვყვიროდი, ბავშვები ხელიდან გამომტაცეს, ისინი ტიროდნენ. წამართვეს ტელეფონი, რომ არ ჩამეწერა ეს ყველაფერი  არ გადამეღო. ახალგაზრდამ ხელები გადამიგრიხა, მიწოდა „მეძავი“, შედმეგ მოვიდა ასაკიანი მამაკაცი ჩემთან, რომელმაც კედელზე მიმანარცხა და მანაც „მეძავი“ მიწოდა. ამიხსენით, რატომ ვარ „მეძავი“, იმიტომ, რომ ჩემს შილიშვილებს ვიცავდი?, - ამბობს ტატიანა სოლოვიოვას დედა.  

პოლიციელების მხრიდან განხორციელებულ ქმედებას უაკნონოს წუოდებენ ბავშვთა უფლებადამცველები. მათი თქმით, სასამართლოს განჩინების მიუხედავად, პოლიციელებს ბავშვების ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედების უფლება არ ჰქონდათ, რადგან ისინი არა სმჯავრდებულ დედ-მამასთან, არამედ ბებიასთან იყვნენ. 

ბავშვების გაყვანა მოხდა ახლა სახლიდან იძულებითმ ათი ნების საწიინააღმდეგოდ. მე ვითხოვდი როგორც მათი ინტერესბეის დამცველი, ადვოკატი, შეშვებას, დასწრებას, მაგრამ კატეგორიულად უარი განაცხედს ჩემს დასწრებაზე მაშინ, როცა ბავშვები უწევენ წინააღმდეგობას, ბავშვების ტირილის-წივილის,  - ამბობს ბავშვთა უფლებადმაცველი.  

ადვოკატები ამბობენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რატა ბავშვები უსაფრთხოდ ისევ ბებიასთან დააბრუნონ. 

საქმე "ნოდარ მელაძის შაბათის" ეთერში გასული რეპორტაჟის გაგრძელებას ეხება. საუბარია პუტინთან დალოხებული ჟურნალისტს, ვიტალი სოლოვიოვს, რომელსაც შვილებზზე ძალადობის გამო საქართელოში ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს, მისი ცოლი კი ამბობს, რომ სოლოვიოვს ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი ლობირებდა.

რაც შეეხება ტატიანა სოლოვიოვას, მას ასევე შილებზე ძალადობის გამო რუსეთში მსჯავრდებულის სტატუსი აქვს, გუშინ კი ტოპმოდელმა თქვა, რომ ვიდეომტკიცებულებები ყოფილმა ქმარმა გაუყალბა. 

მსგავსი სიახლეები