"ხელები გადამიგრიხეს, "მეძავი" მიწოდეს, ბავშვები ტიროდნენ" - რას ყვება ტატიანა სოლოვიოვას დედა
ტატიანა სოლოვიოვას დედა, რომლის სახლიდანაც სოცმუშაკებმა მისი შილიშვილები იძულებით წაიყვანეს, მომხდარის შესახებ "პირველებთან" დეტალურად საუბრობს. ქალი პოლიციელებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ ბავშვები ძალის გამოყენებით წაართვეს.
მითხრეს, რომ ბავშვები უნდა გადაეყვანათ მინდობით აღზრდაში. ვთქვი, რომ ბებია ვიყავი და რატომ უნდა გადაეყვანათ სხვა ოჯახში. მითხრეს, თუ ბავშვებს არ გავატანდი,მათ იძულებით წაიყვანდნენ. ვითხოვდი ადვოკატებს, ვყვიროდი, ბავშვები ხელიდან გამომტაცეს, ისინი ტიროდნენ. წამართვეს ტელეფონი, რომ არ ჩამეწერა ეს ყველაფერი არ გადამეღო. ახალგაზრდამ ხელები გადამიგრიხა, მიწოდა „მეძავი“, შედმეგ მოვიდა ასაკიანი მამაკაცი ჩემთან, რომელმაც კედელზე მიმანარცხა და მანაც „მეძავი“ მიწოდა. ამიხსენით, რატომ ვარ „მეძავი“, იმიტომ, რომ ჩემს შილიშვილებს ვიცავდი?, - ამბობს ტატიანა სოლოვიოვას დედა.
ტატიანა სოლოვიოვას დედის სახლიდან ბავშვები მინდობით აღზრდაში გუშინ ათი ნების საწინააღმდეგოდ გადაიყვანეს. პოლიციელების მხრიდან განხორციელებულ ქმედებას უკანონოს უწოდებენ ბავშვთა უფლებადამცველები. მათი თქმით, სასამართლოს განჩინების მიუხედავად, პოლიციელებს ბავშვების ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედების უფლება არ ჰქონდათ, რადგან ისინი არა სმჯავრდებულ დედ-მამასთან, არამედ ბებიასთან იყვნენ.
საქმე "ნოდარ მელაძის შაბათის" ეთერში გასული რეპორტაჟის გაგრძელებას ეხება. საუბარია პუტინთან დალოხებული ჟურნალისტს, ვიტალი სოლოვიოვს, რომელსაც შვილებზზე ძალადობის გამო საქართელოში ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს, მისი ცოლი კი ამბობს, რომ სოლოვიოვს ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი ლობირებდა.
რაც შეეხება ტატიანა სოლოვიოვას, მას ასევე შილებზე ძალადობის გამო რუსეთში მსჯავრდებულის სტატუსი აქვს, გუშინ კი ტოპმოდელმა თქვა, რომ ვიდეომტკიცებულებები ყოფილმა ქმარმა გაუყალბა.