მკვლელობა რაჭაში - პოლიციამ ბრალდებული ორდღიანი ძებნის შემდეგ დააკავა

04.12.22 13:50
მკვლელობა რაჭაში - პოლიციამ ბრალდებული ორდღიანი ძებნის შემდეგ დააკავა

დაკავებულია კაცი, რომელიც მეზობლის მკვლელობაშია ეჭვმიტანილი. 35 წლის გიორგი სოხაძე პოლიციამ ორდღიანი ძებნის შემდეგ რაჭაში, სოფელ ჭრებალოში აიყვანა.

დაკავებულს, სავარაუდოდ, მძიმე ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს. ამ დროისათვის მას სამართლდამცველები ჰკითხავენ. პოლიციას აინტერესებს, რატომ გაიმეტა მან მეზობელი ტყეში მოსაკლავად. 

სასტიკად მოკლული 62 წლის ომარ გაბისიანის ოჯახის წევრებს შემზარავი მკვლელობის მოტივებზე საუბარი უჭირს. იციან მხოლოდ ის, რომ მოხუცი ამბროლაურის ტყეშ მეზობელთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც მათ შორის სიტყვიერი დაპისიპირება მოხდა, რომელიც შემდეგ ფიზიკურში გადაიზარდა.

არსებული ინფორმაციით, სოხაძემ გაბისიანს ცივი იარაღით 4-ზე მეტი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც გვამის გადამალვას შეეცადა და შემტხვევის ადგილიდან თავადაც მიიმალა.

მსგავსი სიახლეები