მწყობრიდან გამოსული საკანალიზაციო სისტემა და ნგრევის პირას მისული კორპუსი - პროტესტი გორში
აქცია გორში - მოსახლეობამ მწყობრიდან გამოსული საკანალიზაციო სისტემა, დაბინძურებული წყალი და ნგრევის პირას მისული საცხოვრებელი კორპუსი გააპროტესტა. ანწუხელიძის ქუჩის მოსახლეობა ხელისუფლებას უყურადღებობაშ ადანაშაულებს. ხალხი ამბობს, რომ ცხოვრება მძიმე და არაადამიანურ პირობებში უწევს.
დაზარალებულებმა გორის მერიას დახმარების თხოვნით არაერთხელ მიმართეს, თუმცა უწყება უთხრა, რომ საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაციისთის თანხებს სრულად ვერ გამოჰყოფს.
რამდენჯერაც მივედით გამგეობაში და საჩივარი შევიტანეთ, „ბიუეჯტში ფული არ არის, თქვენ აკრიფეთო“. არაონ სულ სოცდაუცველები, მარტოხელ პენსიონერები, რომელს გამოვართვათ ფული?, - ამბობს ადგილობრივი.