მიხეილ ფრიდმანი ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს
მიხეილ ფრიდმანი ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს. რუსი მილიარდერი, რომელიც "ალფა ჯგუფის" ერთ-ერთი ხელმძღვანელია, ლონდონში, საუკუთარ ბინაში აიყვანეს. ინფორმაცია ლონდონის პოლიციამ გაავრცელა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ რუსი ოლიგარქი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ის საერთაშორისო სანქცირებულთა სიაშია შეყვანილი. სწორედ მისი კომპანია ფლობდა საქართველოში "ბორჯომის" ქარხანასაც და სწორედ მისი დასანქცირება გახდა რამდენიმე თვის წინ საწარმოს დახურვის მიზეზი.