საიდუმლო სპეცოპერაცია ბახმუტში - ქართველი მეომრების ცხედრების გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება

04.12.22 17:24
საიდუმლო სპეცოპერაცია ბახმუტში - ქართველი მეომრების ცხედრების გამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება

უკვე 19 საათია ბახმუტში ქართველი და უკრაინელი ჯარისკაცები ქართველი მეომრების ცხედრების გამოსაყვანად სპეცოპერაციას აწარმოებენ. სპეცოპერაციას პარტიზანების ჯგუფის მეთაური დავით ქუქჩიშვილი მეთაურობს. თანამებრძოლების გამოსაყვანად მეომრეი ყველაზე ცხელ წერტილში  შეღწევას ცდილობენ.

ვიდეოკადრებში, რომელიც ქუქჩიშვილმა "პირველებს" მიაწოდა, ჩანს, რომ მეომრებს შორის სპეცოპერაციის დროს დაჭრილებიც არიან. 

ჯარისკაცებს აქვთ მოლოდინი, რომ შედეგი საღამომდე მიიღწევა. პარალელურად, ოკუპანტი ქვეყნის დანაყოფების მეთაურებთან მოლაპარაკებებს უკრაინული მხარეც აწარმოებს. 

ძალიან დიდი დაბომბვები მიდის და ვერ ხერხდება  ვერაფერი. შორიდან ძალიან ადვილად უყურებს სხვა ამ ყველაფერს. ძალიან რთული სიტუაცია და მაგრად მუშაობს მააგთი მეთაური ბიჭების გამოსაყვანად და მიდის მაგარი ბრძილები და რავიცი, ვნახოთ... ტელეფონიც ვერ იწერს, არის 3 დაჭრილიო, არ ვიცი, - ამბობს ქართველი მებრძოლი. 

მსგავსი სიახლეები