შშმ პირთა უფლებები ირღვევა - უფლებდამცველები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ

04.12.22 17:39
შშმ პირთა უფლებები ირღვევა - უფლებდამცველები პრემიერთან შეხვედრას ითხოვენ

შშმ პირთა უფლებადამცველები ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას ითხოვენ. აქტივისტებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. ათობით ორგანიზაცია მთავრობას ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობას ედავება. 

განცხადებაზე ხელმომოწერები აცხადებენ, რომ ქვეყანაში გაეროს კონვენციის პუნქტები ირღვევა და ის კომისია, რომელიც მათი უფლებების დასაცავად პარლამენტში შექმნეს, უმოქმედოა. მათი თქმით, არ არსებობს საკმარისი ადამიანური და ფინანსური რესურსები იმისთვის, რომ შშმ პირებმა ცხოვრება ადაპტირებულ პირობებში იცხოვრონ.

ჩვენ ვითხოვთ, რომ შეიქმნას მინიმუმ სამკაციანი ორგანო, რომელსაც ექნება შესაბამისი ფინანსური რესურსი და ექნება შესაძლებლობა, რომ ზოგადად, ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმაში ცალკე შშმ პირთა გეგმა გაკეთდეს, - ამბობს დაუნის სინდრომის ასოციაციის ხელმძღვანელი ლია ტაბატაძე. 

 

ასამდე ორგანიზაცია განცხადებას კანცელარიაში ხვალ შეიტანს.

მსგავსი სიახლეები