შავი ლენტები თბილისის მთავარ მოედანზე - სამოქალაქო საზოგადოებამ ხელისუფლების დუმილი გააპროტესტა

04.12.22 20:15
შავი ლენტები თბილისის მთავარ მოედანზე -  სამოქალაქო საზოგადოებამ ხელისუფლების დუმილი გააპროტესტა

კალაძის სლოგანი "მშვიდობის ქალაქი" თბილისის მთავარ მოედანზე შავმა ლენტებმა დაფარა. ამ ფორმით სამოქალაქო საზოგადოებამ ხელისუფლების დუმილზე უპასუხა, რომელიც უკრაინაში ქართველი მებრძოლების დაღუპვას დუმილით შეხვდა. მოქალაქეები ითხოვენ, 6 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდეს. 

იმ პირობებში, როდესაც ქალაქის მერია იძახის, რომ „მშვიდობაა, პრობლემა არ არის“, როდესაც ხელისუფლება გლოვასაც კი არ აცხადებს ამასთან დაკავშირებით, რომ მოქალაქეებმა ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ. ამ თვალსაზირისთ ეს იყო გლოვის ის ფორმა და პროტესტის ფორმა, რომ თითქოს არაფერი ხდება და თიტქოს მშვიდობაა, ძალიან მშვიდობიანად მოვედით და შევაბით ლენტები, - ამბობს „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია. 

თბილისის ცენტრში ათობით ადამიანის გამოსვლას ხმაური და დაპირისპირებაც მოჰყვა. სამოქალაქი აქტივისტების გარკვეულმა ჯგუფმა პროტესტის მონაწილეებისთვის ხელის შეშლა სცადეს, ისმოდა შეურაცხმყოფელი სიტყვებიც, თუმცა სამართლადამცველებმა მათ კონფლიქტის გაღვივების საშუალება არ მისცეს. 

მსგავსი სიახლეები