უმძიმესი ამბის უფრო მძიმე გაგრძელება - ტატიანა სოლოვიოვას შვილები იძულებით მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს

04.12.22 21:01
უმძიმესი ამბის უფრო მძიმე გაგრძელება - ტატიანა სოლოვიოვას შვილები იძულებით მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს

რუსი მომღერლის ტატიანა სოლოვიოვას შვილები იძულებით მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს. ბავშვები ბებიისგან ძალის გამოყენებით პოლიციამ წაიყვანა, მოხუცს ქალს კი შეურაცხყოფა მიაყენა.

ადვოკატები ამტკიცებენ, რომ სამართალმდაცველების მოქმედება კანონს მიღმა იყო და ბავშვების ნების წინანააღმდეგ წავსლის უფლება მათ არ ჰქონდათ. 

საქმე "ნოდარ მელაძის შაბათის" ეთერში გასული რეპორტაჟის გაგრძელებას ეხება. საუბარია პუტინთან დაალოებული ჟურნალისტზე, ვიტალი სოლოვიოვზე, რომელსაც შვილებზე ძალადობის გამო საქართველოში ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს, მისი ცოლი კი ამბობს, რომ სოლოვიოვს ირაკლი ღარიბაშვილის სიმამრი ლობირებდა.

რაც შეეხება ტატიანა სოლოვიოვას, მას ასევე შვილებზე ძალადობის გამო რუსეთში მსჯავრდებულის სტატუსი აქვს, გუშინ კი ტოპმოდელმა თქვა, რომ ვიდეომტკიცებულებები ყოფილმა ქმარმა გაუყალბა. ~

უფრო მეტი ნახეთ საბა სიჭინავას რეპორტაჟში. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები