მიხეილ სააკაშვილი 73 კილოა - ექიმები წონის სწრაფ კლებას ვერაფრით აჩერებენ

05.12.22 11:00
მიხეილ სააკაშვილი 73 კილოა - ექიმები წონის სწრაფ კლებას ვერაფრით აჩერებენ

"ვივა-მედის " კლინიკური დირექტორი აღიარებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა. როგორც ზურაბ ჩხაიძემ "ტვ პირველს" განუცხადა, მიხეილ სააკაშვილი წინაში იკლებს, აღენიშნებს სისუსტე და სახეზეა მოძრაობის შეზღუდვა. 

რაც შეეხება კითხვას, ამოწურა თუ არა კლინიკამ რესურსი, "ვივა-მედის " კლინიკური დირექტორი კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს. 

ნებისმიერი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა, კლინიკა პასუხისმგებელია ამაზე. კლინიკა აკეთებს ყველაფერს, რაც არის შესაძლებლობაში. ეს კონსილიუმმაც დაადასტურა.

დეზინტოქსიკაციურ თერაპიაზე ვერაფერს გეტყვით, ამისთვის უნდა არსებობდეს ტოქსიკოლოგის დასკვნა, ჩვენთან დასკვნა არ არის წარმოდგენილი, თუმა ჩვენ გვაქვს ანალიზები შესრულებული ამ ინტოქსიკაციასთან დაკავშირებით, ასევე კონსულტირებულია ჩვენი ტოქსიკოლოგების მიერ. აღენიშნება წონაში კლება, იცით თქვენ, მეტს ვერაფერს გეტყვით"- აღნიშნა მედიკოსმა. 

მიხეილ სააკაშვილი წინაში იკლებს, 113 კილოდან, მიხეილ სააკაშვილი 73 კილომდე ჩამოვიდა. 

მსგავსი სიახლეები