უკრაინაში დაღუპული გმირის და: ცხედარიც სანატრელია, ჩვენს სახლში ომი არ დამთავრებულა
უკრაინაში დაღუპული რომეო ფირჩხაიას და ძმის გადმოსვენების მოლოდინშია. ამბობს, რომ რუსეთი მოლაპარაკებაზე არ მიდის და უკრაინელებს ცხედრებს არ ატანენ.
რომეო ფირჩხაია გამოცდილი მებრძლი იყო და უკრაინაში ყველაზე რთულ პოზიციებზე იბრძოდა:
ჩვენს სახლში ომი არ დამთავრებულა, დღემდე ომის ქარცეცხლში ვართ, ახლა ცხედარიც სანატრელი გვაქვს. ვერ გამოასვენეს, ძალიან ღრმად არიან შესულები, ვერ შეძლეს ბიჭებმა, ჯერჯერობით არ არის იმედი, ისინი მოლაპარაკებებზე არ მოდიან, რომ კორიდორი მისცენ - აცხადებს ჭირისუფალი.