სააკაშვილის პირადი ექიმის ადგილას სასჯელის გადავადებას მოვითხოვდი - გიორგი გრიგოლია
,,ვი-ვა მედში" სახალხო დამცველის კონსილიუმის წევრი ექიმი, გიორგი გრიგოლია, მივიდა. ის აპირებს, მიხეილ სააკაშვილის პირად ექიმს, თამარ დავარაშვილს, შეხვდეს და ექსპრეზიდენტის მკურნალობისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესების გზებზე ესაუბროს.
სიტუაცია მთლად დამაკმაყოფილებელი არ არის. ამ 6 თვეში მოხდა გარკვეული გაუარესება. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს მკურნალობა არ აღმოჩნდა წარმატებული.
თუ ჩავთვლით და ეს ასეა, რომ დღევანდელი მდგომარეობა უარესია, ვიდრე ეს გვქონდა მაისში, მაშინ უნდა ჩავთვალოთ, რომ მკურნალობა მთლად ადეკვატური არ არის.
ასევე, მივმართავდი იმ დაწესებულებას, სადაც მისი გამოჯანმრთელება შეიძლება. - აცხადებს ექიმი.
ბოლო 24 საათში ეს უკვე მეორე საგანგებო ვიზიტია კლინიკაში, სადაც მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული.