"სირცხვილიას" აქტივისტებმა მთავრობის ადმინისტრაციაზე საქართველოს დროშა დაუშვეს (ვიდეო)

06.12.22 00:12
"სირცხვილიას" აქტივისტებმა მთავრობის ადმინისტრაციაზე საქართველოს დროშა დაუშვეს (ვიდეო)

"როდესაც არ გლოვობს ხელისუფლება, გლოვობს ქართველი ხალხი" - მოძრაობა "სირცხვილიას" წევრებმა კანცელარიის წინ, საქართველოს დროშა დაუშვეს.

5 ქართველი მებრძოლი უკრაინაში 3 დეკემბერს დაიღუპა. რუსულ აგრესიას ბადრი მარკელია, როლანდ კვარაცხელია, რომეო ფიჩხაია, მერაბ ალადაშვილი და ავთო რურუა ემსხვერპლნენ. მძიმე საომარი ვითარების გამო მათი ცხედრების ბახმუტიდან გადმოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდება.