"მზად ვართ, სიცოცხლე გავწიროთ" - ქართველი მეომრები ბახმუტიდან გმირების ცხედრების გამოტანას ამ დრომდე ცდილობენ

06.12.22 11:20
"მზად ვართ, სიცოცხლე გავწიროთ" - ქართველი მეომრები ბახმუტიდან გმირების ცხედრების გამოტანას ამ დრომდე ცდილობენ

საქართველო გმირების ცხედრების მოლოდინაშია - ქართველი მებრძოლების გამოსვენება ფრონტის წინა ხაზიდან ისევ ვერ ხეხრდება. ქალაქის ბახმუტი უკვე რამდენიმე დღეა  მსოფლიო ყურადღების ცენტრშია და ოკუნატების სამიზნეა.

გმირულად დაღუპული 5 ქართველის გამოსვენებას ომის ეპიცენტრიდან  თანამებრძოლები ცდილობენ, თუმცა ინტენსიური დაბომბვის გამო ჯერ ვერ ახერხებენ. ბახმუტში ამ წუთებშიც კასეტური ბომბები ცვივა და  ბრძოლები მიმდინარეობს. ფრონტის წინა ხაზზე არიან ქართველი მებრძოლების ნაწილი, ნაწილი კი ამ დრომდე კლინიკაშია. 

"პირველები" უკრაინაში მყოფ ქართველ მეომრებს ესაუბრა, რომლებიც ბახმუტში არსებულ მძიმე ვითარებაზე საუბრობენ. მათი თქმით, ცხელ წერტილში შესასვლელად და ცხედრების გამოსაყვანად მზად არიან, თუმცა შესაბამის ბრძანებას ელოდებიან.

მთელი ძალებით უტევენ ბახმუტს, უნდათ, რომ მოჭრან ქალაქი გზებიდან და შესაბამსიად, ვერ გაამაგრებ ქალაქს, თუ იქ მოარაგება არ შევიდა. სულ სასიკვდილო ბრძანებაც რომ მოვიდეს, დარწმუნებული იყავით, რომ ყველა ქართველი ვინც აქ არის, ყველა წავა, ოღონდ რამე ბიწების ცხედრების გამოსატანად ნაბიჯი გადაიდგას. ამისთვისაც ვართ მზად, რომ სიცოცხლე გავწიროთ, - ამბობს ქართველი მეომარი გიორგი როინიშვილი. 

დაღუპული გმირების ოჯახები კი ცხედრების გადმოსვენებას მე-4 დღეა უშედეგოდ ელოდებიან. ისინი პირდაპირ ამბობენ, რომ მტავორბისგან თანადგომას ვერ ხედავენ.