ექსკლუზიური ინტერვიუ მოსამართლესთან, რომელმაც სააკაშვილის ბედი უნდა გადაწყვიტოს
პირველი ინტერვიუ მოსამართლესთან, რომელმაც სააკაშვილის ბედი უნდა გადაწყვიტოს -"პირველებმა" გიორგი არევაძე ჩაწერა.
მოსამართლე, რომლმაც მესამე პრეზიდენტის სიკვდილ-სიცოცხლის განაჩენი უნდა გამოაცხადოს, პრაქტიკურლად ადასტურებს, რომ საქმის განხილვას რატი ბრეგაძის უწყების გამო ვერ იწყებს.
არევაძესთან ინტერვიუს შემდეგ, ჩნდება განცდა, რომ მან ყველაფერი იცის, მიხეილ სააკაშვილის მძიმე დიაგნოზების შესახებ.
მან "პირველებს" დღეს ექსკლუზიურად გაუმხილა, რომ უკვე გაეცნო შუმადგომლობას და მზად არის სხდომის ჩასატარებლად და თარიღის დასანიშნად.
თარიღს განვსაზღვრავ, მაგრამ დღესვე რომ ჩატარდეს პროცესი, ეს შეუძლებელია. შეიძლება, ეს იყოს 2-3 დღეში. რა თქმა უნდა, უნდა გაითვალისწინო, რომ საკითხი ეხება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობას. მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში ვაპირებთ განხილვას.
რაც საქმეში მასალები მექნება, მხოლოდ იმის მიხედვით მივიღებ გადაწყვეტილებას. ყველა საკითხი უნდა გადავწყვიტო პროცესზე. წინასწარ არ ვიცი.
თავიდან არ მიფიქრია, რომ მესამე პრეზიდენტის ბედი უნდა გადამწეყვიტა". - განაცხადა არევაძემ.