"თბილისი მშვიდობის ქალაქი არ არის!" - სამოქალაქო აქტივისტებმა 9 დეკემბერს მასშტაბური აქცია დაანონსეს

06.12.22 11:39
"თბილისი მშვიდობის ქალაქი არ არის!" - სამოქალაქო აქტივისტებმა 9 დეკემბერს მასშტაბური აქცია დაანონსეს

"თბილისი მშვიდობის ქალაქი არ არის!" - 9 დეკემბერს სამოქალაქო აქტივისტების მასშტაბური აქცია დაიგეგმა. მოქალაქეები ხელისუფლებას უკრაინაში გმირულად დაღუპული ქართელი ჯარისკაცების შეურაცხყოფის და ასევე, სამძიმრის დაგვიანებით გამოცხადების გამო აკრიტიკებენ.

ეს არა მარტო ჯარის შეურაცხყოფაა, ეს არის თითოეული მოქალაქი შეურაცხყოფა და ეს არის ადამიანობის შეურაცხყოფა. არანაირ სინდისზე და ადექვატურ ქმედებების  მოლოდინი არ გავქვს არავის. მოსახლოება უნდა ვიმოქმედოთ და აი, ტალღამ დავაანონსეთ აქცია 9-ში, 20:00 საათზე და ყველა, ვინც აღშფოთებულია, მოვიდეს, - ამბობს მოძრაობა „პარტიზანული მებაღეობის“ დამფუძნებელი ნატა ფერაძე.

გლოვის ნაცვლად  საქართველეოს ხელესუფლება ქართველი მებრძოლების შეურაცხყოფით და დამცირებით არის დაკავებული. სამდღიანი დუმილის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა გმირების ოჯახებს იძულებიტი სამძიმარი გამოუცხადა, მეომრებს კი, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე იბრძვიან, ფატქობრივად, უთხრა, რომ ისინი ომში  იძულებით ოპოზიციამ წაიყვანა.

ხელისუფლების ამ დამოკიდებულებას  საზოგადობა მწვავე პროტესტით პასუხობს. მმართველი გუნდისთვის  ქართველების გარდაცვალება ომში გლოვის მიზეზი არ არის, ამიტომ დროშა მთავრობის ამდინიტრაციის შენობაზე აქტივისტემა დაუშვეს.