რატომ არ უგზავნის პენიტენციური სამსახური სასამართლოს სააკაშვილის საქმეს - ადვოკატი პროცესის გაჭიანურებაზე საუბრობს

06.12.22 11:47
რატომ არ უგზავნის პენიტენციური სამსახური სასამართლოს სააკაშვილის საქმეს - ადვოკატი პროცესის გაჭიანურებაზე საუბრობს

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ილია ლომაია, რომელიც კლინიკა "ვივამედში“ მივიდა, გამოთქვამს ვარაუდს, რომ პენიტენციური დაწესებულება შეიძლება ხელოვნურად აჭიანურებდეს დროს, რომ პატიმრის პირად საქმეს არ უგზავნიდეს სასამართლოს.

მისი თქმით, პენიტენციური დაწესებულება შეიძლება ელოდებოდეს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტების მიერ ჩატარებულ ანალიზებს და და ექსპერტიზის შედეგებს, რომელიც გასულ კვირას ჩაუტარეს მესამე პრეზიდენტს.

„მოსამართლემ მიმართა პენიტენციურ სამსახურს მიხეილ სააკაშვილის პირადი საქმის გადმოგზავნის თაობაზე და მოლოდინში არიან, როგორც კი მიიღებენ პირად საქმეს, ჩაინიშნება სასამართლო სხდომები.

არ გამოვრიცხავთ, რომ პენიტენციური სამსახური ელოდება სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან დასკვნის მიღებას, შესაძლოა, რომ მხოლოდ ამიტომ ჭიანურდებოდეს.
ეს, რა თქმა უნდა, კანონიერი არ არის. მოსამართლის მოთხოვნისთანავე, პენიტენციური სამსახური ვალდებულია გადაუგზავნოს პირადი საქმე სასამართლოს“. - ამბობს ადვოკატი.