გაგვიზარდეთ ანაზღაურება - ექიმები ჯანდაცვის მინისტრს მიმართავენ
მერიის პროგრამით დასაქმებულმა თერაპევტებმა ჯანდაცვის მინისტრს შრომის პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით მიმართეს.
მედიკოსები მთავარი მოთხოვნა ღირსეული ანაზღაურებაა. მათი განმარტებით, ერთ თერაპიაში 7 ლარს უხდიან, რაც არასაკმარისია. გარდა ამისა, დაბალი ხელფასის გამო ჭირს მაღალკვალიფიციური კადრების შენარჩუნებაც.
2015 წლიდან ვახორციელებთ მერიის პროგრამას, სადაც ანაზღაურება არის საათობრივი. ეს ანაზღაურება თავის დროზე, 2015 წელს, ადეკვატური იყო, ახლა კი არაფერში არ გვყოფნის. ამიტომაც გვინდა სამუშაო პირობების გაუმჯობესება.
სამედიცინო სფეროდან კადრები გაედინება და შესაბამისად, ვერ ვინარჩუნებთ ამ ადამიანებს ასეთი ანაზრაურებით - განაცხადა ექიმმა თერაპევტმა, ვერა აგლაძემ.