სააკაშვილი სასამართლო სხდომის ლაივ რეჟიმში გადაცემას ითხოვს - ადვოკატი
მიხეილ სააკაშვილს აინტერესებს, თუ როდის ჩაინიშნა მისი სასამართლო- ამის შესახებ „ვივამედიდან“ გამოსულმა ადვოკატმა განაცხადა.
ილია ლომაია მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად საკნად ქცეულ პალატაში იყო შესული.
როგორც უფლებადამცველი აცხადებს, სააკაშვილს აქვს თხოვნა, თუ ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ვერ შეძლებს პროცესზე დასწრებს, სხდომა ლაივ რეჟიმში მოხდეს.
ჩვენი შეხვედრა დაიწყო იმით, რომ მას აინტერესებს, ჩაინიშნა თუ არა სასამართლო სხდომები. მე მას განვუმარტე, რომ სასამართლოს პენიტენციური სამსახურიდან არ მიუღია მისი პირადი საქმე და ამიტომ ჭიანურდება.
დღეს მივმართავს, როგორც პენიტენციურს, ისე სასამართლოს, ვინაიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უმძიმესი.
სააკაშვილმა ასევე მითხრა, რომ თუ ის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლებს სასამართლო განხილვებს დაესწროს, ის თხოვს შესაბაქმის უწყებას, რომ მისი სხდომა მოხდეს ლაივ რეჟიმში“.- აღნიშნა ადვოკატმა.