"ამაზე დიდი სირცხვილი არაფერია" - ნადიმ ხმალაძე პრემიერის განცხადებაზე
პრემიერის განცხადება, პირველ რიგში, ქვეყნის შეურაცხყოფაა, - ასე შეაფასეს უკრაინაში მყოფმა ქართელმა მებრძოლებმა პრემიერის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ უკრაინაში ქართველი მეომრები ომის პარტიას მიჰყავს.
ნადიმ ხმალაძე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას სასირცხვილოს უწოდებს და ამბობს, რომ მისი სიტყვები არცერთ ჯარისკაცს საკუთარ თავზე არ მიუღია.
ამაზე დიდი სირცხვილი ნადმვილად არაფერი არ არის, შენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი რომ თავის მოქალაქეებს, გავანებოთ თავი თავის ქვეყნის შვილებს, თავის ქვეყნის მოქალაქეებზე, რომლებზეც უნდა მხოლოდ და მხოლოდ არ ვიცი რას ამბობენ... კარგს ალბათ.. ასე გამოდის და ასეთ განცხადებას აკეთებს. ნამდვილად არცერთ ჯარისკაცს არ მიუღია თავის თავზე ის სიტყვები, რომ „საცოდავი ბიჭებიო“. საცოდავი აქ არავინ არ არის, - თქვა მეომარმა.