"მიხეილ სააკაშვილს ერთადერთი თხოვნა აქვს..." - მესამე პრეზიდენტის გზავნილი "ვივამედიდან"
მიხეილ სააკაშვილს იმედი აქვს, რომ მისი საქმის განხილვას სასამართლო მალე დაიწყებს - ამის შესახებ ჟურნალისტებს მესამე პრეზიდენტის პალატიდან გამოსულმა გიული ალასანიამ განუცხადა.
ალასანიას თქმით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, თავს სუსტად გრძნობს და ფეხზე ვერარ დგება.
"მიშას მდგომარეობიდან გამომდიდანრე, არ არის გამორიცხული, მალე რეანიმაციული პაციენტი გახდეს" - ამბობს ალასანია.
"ახლა მე ვფიქრობ, რომ ძალიან დაჩქარდება ეს პროცესი, თვითონაც ამის იმედი აქვს, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს განხილვა. ერთადერთი თხოვნა გვაქვს, რომ სწრაფად მოხდეს საქმის განხილვა. სულ გემოგლობინი აქვს დავარდნილი, ადამიანი არის ძალიან სუსტად, ფეხზე ვეღარ დგება. ეს ფეხები პატარა ბავშვივით აქვს დაწვრილებული. და ზუსტად იმ ფეხებზე ვეღარ დგება". - ამბობს გიული ალასანია.