ბახმუტთან კავშირი აღდგა - ინტერვიუ დაღუპული ქართველების გადმოსვენებაში ჩართულ მეთაურთან
ბახმუტთან კავშირი აღდგენილია - "პირველებმა" ინტერვიუ დაღუპული ქარველი ჯარისკაცების გამოსვენებაში ჩართულ მეთაურთან ჩაწერა. გოჩა ხორავა ამბობს, რომ ცხედრების გადმოსვენება არ დაწყებულა, რადგან ქალაქში ისევ შეტაკებებია და ფრონტზის ყველაზე ცხელ წერტილში შესვლა ვერ ხერხდება.
ხორავა მიიჩნევს, რომ ცხედრების გასაყვანად ყველაზე სწორი გზა მოლაპარაკებები და უსაფრთხო კორიდორის გახსნაა.
აქედან ჩვენები უხსნიან ცეცხლს, იქიდან ისინი და ასე... ჩვეულებრივ როგორც აქამდე იყო, იგივე ვიტარებაა, ეგ სიტუაციაა ახლაც ამ წუთებშიც. თუ მოლაპარაკებები არ წავიდა, თუ გაცვლაზე არ წავიდა საუბარი, კორიდორი თუ არ მოგვცეს, ვერაფერს გავაკეთებთ ჯერჯერობით და თუ შეთანხმება არ მოხდა გაცვლაზე, მაშინ დიდი ოპერაცია უნდა დაუგეგმოს და რამდენიმე ასეული უნდა შევიდეს, - თქვა ხორავამ.
მეთაური რომელიც რუსეთ-უკრაინის ფრონტის წინა ხაზზე იბრძვის, ირაკლი ღარიბაშვილის უმძიმეს განცხადებასაც პასუხობს, რომელმაც თქვა, რომ უკრაინაში ქართელი მებრძოლები ომის პარტიას მიჰყავს.
არავის არ ჩამოუყვანია ძალით. ყველა ჩამოვიდა თავის ნებით. ყველა ცამოვიდა იმ სიტუაციით, რომ საქართველო, პატრიოტიზმი... ვინც ახლა ბიწები დაიღუპნენ, ყველანი იყვნენ ომის ვეტერანები. ასე რომ, ყველა ჩამოვიდა თავიანთი აზრით, - თქვა მებრძოლმა.