სპეცოპერაცია ესპანეთში - დაკავებულია სამი ქართველი

06.12.22 15:27
სპეცოპერაცია ესპანეთში - დაკავებულია სამი ქართველი

ესპანეთში, ქალაქ სარაგოსაში, სამართალდამცავებმა 3 ქართველი დააკავეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ესპანური მედიის ცნობით, 29, 32 და 35 წლის ქართველები ძარცვის მიზნით ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში შესვლას ცდილობდნენ, რა დროსაც მეზობელმა ხმაური გაიგო და სამართალდამცავებთან დარეკა.