სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა - "ვივა მედი" საგანგებო განცხადებისთვის ემზადება
ვივა მედში საგანგებო განცხადებისთვის ემზადებიან. ამის შესახებ "პირველებს" ინფორმაცია კლინიკაში დაუდასტურეს.
განცხადებას კლინიკის სამედიცინო დირექტორი ზურაბ ჩხაიძე გააკეთებს.
კლინიკა განცხადებას, სავარაუდოდ, მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შესახებ გააკეთებს.
ასევე შეგახსენებთ, რომ პენიტენციურმა სამსახურმა სასამართლოს, რამდენიმე წუთის წინ, სააკაშვილის საქმე გადაუგზავნა. ახლა ყველა მოსამართლის გადაწყვეტილებას ელოდება, რომლმაც ახლა სააკაშვილის ბედი უნდა გადაწყვიტოს.