სააკაშვილი რეანიმაციაში არ გადაგვიყვანია - "ვივა მედი"

06.12.22 16:18
სააკაშვილი რეანიმაციაში არ გადაგვიყვანია - "ვივა მედი"

„ვივამედის„ კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი რეანიმაციაში გადაყვანილი არ არის.

ჩხაიძის თქმით, ვრცელდება არასწორი ინფორმაცია.

"ვივამედის" კლინიკურმა დირექტორმა წაქცევის ეპიზოდიც ახსენა და თქვა, რომ მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია. 

მისი თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

"ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება. ეს არ არის სწორი. არ ვიცი, საიდან გავრცელდა. მისი  მდგომარეობა სტაბილურია. შესაბამისად, გრძელდება მკურნალობა. წაქცევის ეპიზოდი არ ყოფილა, იყო მხოლოდ წნევის ცვალებადობა.

მისი მდგომარეობიდან გამომდინარე უკეთდება ყველაფერი, მაგრამ მკურნალობა არის რთული პროცესი და ბევრი რამ პაციენტზეა დამოკიდებული. ამიტომ, უნდა იკვებოს სრულფასოვნად. ის კიდევ არ იკვებება სრულფასოვნად. იღებს მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს, ისიც მხოლოდ მისთვის სასურველ დროს. ეს არ ნიშნავს რომ ვერ ჭამს, უფრო ალბათ არ ჭამს". აი უკვე რაზე მივანიშნებთ, მიხვდით უკვე თქვენ. მე მკაფიოდ გეუბნებით, რომ კლინიკა აკეთებს ყველაფერს, რაც არის გასაკეთებელი. - განაცხადა ზურა ჩხაიძემ.