"მტკნარი სიცრუეა" - უნივერსიტეტის რექტორის პირველი კომენტარი გია ბუღაძის გაშვებაზე

06.12.22 17:46
"მტკნარი სიცრუეა" - უნივერსიტეტის რექტორის პირველი კომენტარი გია ბუღაძის გაშვებაზე

გია ბუღაძის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან გაშვებასთან დაკავშირებით პირველი განმარტება საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორმა გააკეთა.  ჯაბა სამუშია ირწმუნება, რომ ბუღაძე ცრუობს, რადგან ის სამსახურიდან არავის გაუშვია და არც ხელშეკრულების გაგრძელებაზე უტქვამს ვინმეს უარი.

სამუშიას თქმით,  მისი ამ საქმეში გარევა პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანების სურვილია. 

ეს არის აბსოლუტურად მტკნარი სიცრუე, რომ ვინმე ბატონ გია ბურაძეს არ უფორმებს ხელშეკრულებას ან არ უგრძელებს. ბატონი გიას პოლიტიკურ გემოვნებას არანაირი კავშირი არ აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მის მოღვაწეობასთან. რექტორი არანაირ კავშირში არ არის არც პროფესორის მოწვევასთან და არანაირი შეხება არ აქვს ხელშეკრებულების გაფორმებასთან. მითუმეტეს, იმ ხელშეკრულებასთან, რომელიც სექტემბერში უნდა გაფორმებულიყო და მე მხოლოდ და მხოლოდ ერთი თვის წინ დავინიშნე მოვალეობის შემსრულებლად. აქედან გამომდინარე, უბრალოდ, ეს არის, სამწუხაროდ, გარკვეულად პოლიტიკური ანგაჟირებული ადამიანების სურვილი, რომ ამაში გამრიონ, - თქვა სამუშიამ. 

გია ბუღაძე თბილისის სახელმწიფო  უნივერსისტეტში ლექციებს აღარ წაიკითხავს. ცნობილი ქართველი მხატვარი 15 წლიანი მუშაობის შემდეგ აიძულეს, რომ სტუდენტებთან კავშირი გაეწყვიტა. 

ბია ბუღაძე აცხადებს, რომ უნივერსიტეტიდან პოლიტიკური შეხედულების გამო გაათავისუფლეს.