"ვივა მედის" შეცვლილი პოზიცია - გადამწყვეტ სასამართლომდე 3 დღით ადრე ჩხაიძე ამბობს, რომ სააკაშვილი სტაბილურადაა
"ვივა მედის" ადმინისტრაციამ პოზიცია შეცვალა. საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი, რომელიც აქამდე აღიარებდა, რომ სააკაშვილი მძიმე პაციენტი იყო, დღეს საგანგებო განცხადება გააკეთა და ჯანმრთელობის გაურესებაზე პასუხიმგებლობა თავად მესამე პრეზიდენტს დააკისრა.
დღეს ზურაბ ჩხაიძე ასევე პაციენტის დაუმორჩილებლობაზე ალაპარაკდა, არადა მას „პირველებთან“ ბევრჯერ აქვს ნათქვამი, რომ სააკაშვილი მათ ემორჩილებოდათ.
"მისი მდგომარეობა სტაბილურია. შესაბამისად, გრძელდება მკურნალობა. წაქცევის ეპიზოდი არ ყოფილა, იყო მხოლოდ წნევის ცვალებადობა. ბევრია დამოკიდებული პაციენტზე. მისი სურვილი იცვლება და სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვანაირად იქცევა.
უკეთდება ყველაფერი, მაგრამ მკურნალობა არის რთული პროცესი.
პაციენტი იღებს მხოლოდ მისთვის სასურველ საკვებს და ისიც მისთვის სასურველ დღეებში, ეს არ ნიშნავს, რომ ვერ ჭამს, უფრო ალბათ - არ". - ამბობს ჩხაიძე.
მესამე პრეზიდენტის საჯსელის გადავადებაზე მჯსელობას მოსამართლე გიორგი არევაძე პარასკევს, 9 დეკებერს, 13:00 საათზე დაიწყებს.
პროცესი მას შემდეგ ჩანინიშნა, რაც პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის საქმის მასალები სასამართლოში გადაგზავნა.