საეჭვო ოპერაციები რუსეთიდან - თბილისში გახსნილი იფისის რუსი მფლობელები "ტვ პურველს" პირდაპირ ეთერში შეუვარდნენ
საეჭვო ოპერაციები რუსეთიდან საქართველოში დღესაც სრულდება. პეკინზე მდებარე რუსების ოფისი ამ წუთშიც გახსნილია. დიდი ფული უკონტროლოდ ისევ ბრუნავს. ქართველი ახალგაზრდების ანგარიშებს ოკუპანტი სახელმწიფოს მოქალაქეები პირადი მიზნებისთვის იყენებენ.
"ნოდარ მელაძის შაბათში" გასული სკანდალური რეპორტაჟის შემდეგ საქართველოს მთავრობა ისევ დუმს. ხელისუფლება რუსეთის მოქალაქეებს უკანონო საქმიანობის გაგრძელების უფლებას ამ დრომდე აძლევს.
რუსების ოფისში დღეს "პირველები" მივიდა, სადაც მათ განუცხადეს, რომ უკანონობას ადგილი არ აქვს და მათ საქმიანობას საქართელოს კანონმდებლობა არ კრძალავს.
ჩვენ აქ უკანონოს არაფერს ვაკეთებთ. აქ მოდის ჩვენი ხალხი და ვმუშაობთ. ჩვენი საქმიანობა კრიპტოვალუტის ბიზნესიას, ეს ახალგაზრდები კი, ვინც აქ დადის, უბრალოდ, გვეხმარებიან და მათ ვასაჩუქრებთ. გვყავს ალბათ ათასი ქართელი მეგობარი, მათ სხვადასხვა გზით ვპოულობთ. დავდივართ უნივერსიტეტებში და ა.შ., - ამბობენ ოფისში მომუნშავე რუსები.
ამის გარდა, "პირველების" ჟურნალისტი რუსეთის მოქალაქემ და აღნიშნული კომპანიის მფლობელმა მასხრად აიგდო და მუშაობაში ხელის შეშლა სცადეს.
"ნოდარ მელაძის შაბათის" ხელშია ფარული აუდიოჩანაწერი, რომელიც პირდაპირი მტკიცებულებაა, რომ საქართველოს მოქალქეებს, რუსეთიდან ჩამოსული პირების ჯგუფი საკუთარი მიზნებისთვის იყენებს - ქართველ ახალგაზრდებს ანგარიშებზე რუსეთიდან ფულს ურიცხავენ, რომელსაც შემდეგ ჩვენს ქვეყანაში ანაღდებენ და ასე ხდება სანქციებისგან სავარაუდო გვერდის ავლა.