რუსების ოფისთან პოლიციაა მობილიზებული - "ტვ პირველს" შენობაში შესვლა აუკრძალეს
პეკინზე, სადაც რუსების ოფისი მდებარეობს, პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცველები ადგილზე ოფისის მფლობელმა გამოიძახა და მათ "ტვ პირველისგან" დაცვა სთხოვა. პოლიციამ დავალება შეასრულა, თუმცა არ დაინტერესებულა, რა საქმიანობას ეწევიან იქ რუსეთის მოქალაქეები.
ოფისის ხელმძღვანელობამ კარზე სპეციალური ნიშნებიც გააკრეს, რაც ადგილზე ვიდეოგადაღებას კრძალავს.
"პირველების" გამოჩენა არც იქ მყოფ ქართველ ახალგაზრდებს ესიამოვნათ, რომლებიც რუსებთან თანამშრომლობენ.
ინტრიგნები ხართ, ჩვეულებრივი. 18 წლიდან ვმუშაობ 50 ლარზე, სამსახუდი მაქვს ნორმალური და გინდა, რომ ეს სამსახური ჩამომიშალო, - უთხრა "პირველებს" იქ მყოფმა ახალგაზრდამ.
ადგილზე შეკრებილები არიან ახლო-მახლოს მცხოვრებლებიც, რომლებიც ადგილზე რუსების ოფისის არსებობას აპროტესტებენ.
შეგახსენებთ, რომ "ნოდარ მელაძის შაბათმა" ფარული აუდიოჩანაწერები მოიპოვა, რომელიც პირდაპირი მტკიცებულებაა, რომ საქართველოს მოქალაქეებს, რუსეთიდან ჩამოსული პირების ჯგუფი საკუთარი მიზნებისთვის იყენებს - ქართველ ახალგაზრდებს ანგარიშებზე რუსეთიდან ფულს ურიცხავენ, რომელსაც შემდეგ ჩვენს ქვეყანაში ანაღდებენ და ასე ხდება სანქციებისგან სავარაუდო გვერდის ავლა.