"ნუ ყიდი სამშობლოს 50 ლარად" - პეკინზე გახსნილი რუსების ოფისი მოქალაქეებმა წარწერებით ააჭრელეს

31.01.23 10:35
"ნუ ყიდი სამშობლოს 50 ლარად" - პეკინზე გახსნილი რუსების ოფისი მოქალაქეებმა წარწერებით ააჭრელეს

"ნუ ყიდი სამშობლოს 50 ლარად" - პეკინზე გახსნილი რუსების ოფისი მოქალაქეებმა წარწერებით ააჭრელეს.

პეკინზე მდებარე რუსების ოფისი ამ წუთშიც გახსნილია. დიდი ფული უკონტროლოდ ისევ ბრუნავს. ქართველი ახალგაზრდების ანგარიშებს ოკუპანტი სახელმწიფოს მოქალაქეები პირადი მიზნებისთვის იყენებენ. 

შეგახსენებთ, რომ "ნოდარ მელაძის შაბათმა" ფარული აუდიოჩანაწერები მოიპოვა, რომელიც პირდაპირი მტკიცებულებაა, რომ საქართველოს მოქალაქეებს, რუსეთიდან ჩამოსული პირების ჯგუფი საკუთარი მიზნებისთვის იყენებს. ქართველ ახალგაზრდებს ანგარიშებზე რუსეთიდან ფულს ურიცხავენ, რომელსაც შემდეგ ჩვენს ქვეყანაში ანაღდებენ და ასე ხდება სანქციებისგან სავარაუდო  გვერდის ავლა.