ჩხაიძის განცხადება სასამართლოს წინ დავალების შესრულება და მოსამართლეზე ზეგავლენის მოხდენაა - ჯიშკარიანი
ცენტრ "ემპათიის" დირექტორი მარიამ ჯიშკარიანი გუშინდელ სასამართლოს სამარცხვინოს უწოდებს და ამბობს, რომ ის ისტორიასიც ამავე სახელწოდებით შევა. ნინო ნადირაძის განცხადებებს კი ჯიშკარიანი ჭორაობად აფასებს.
ჯიშკარიანი ასევე ეხმაურება ზურაბ ჩხაიძის განცხადებას, მომატებულ კალორაჟთან დაკავშირებით და თქვა, რომ სასამართლო პროცესის წინ მსგავსი განცხადება, დავალების შესრულებაა და მოსამართლეზე ზეგავლენის მოხდენას ემსახურება.
გუშინდელ სასამართლო პროცესზე ვერაფერს გეტყვით, ეს იყო სამარცხვინო და ალბათ შევა ისტორიაში როგორც სამაეცხვინო ფურცელი. რაც შეეხება ნინო ნადირაძის განცხადებას, ეს იყო ჭორაობა და არანაირი მნიშვნელოვანი ინფორმაცია მას სასამართლოსთვის არ მიუწოდებია, ის განაგრძობდა ტყუილის ტირაჟირებას იმის თობაზე რომ თურმე ცენტრ ემპათიის ექსპერტები სპეციალურ დიეტას აწვდიან მიხეილ სააკაშვილს. ნადირაძემაც დაადასტურა, რომ მას აღენიშნება კახექსია, თუმცა ერთადეტი მიზეზი ყოფილა ის, რომ თურმე ის საჭმელს ჯიუტად არ ჭამს გარკვეული მიზნებით. ეს, რა თქმა უნდა, მტკნარი სიცრუეა. დღეს მე ვისმინე ჩხაიძის განცხადება, რომ მას მოუტანეს კაგი საჭმელი და კალორაჟს მოუმატა. სასამართლო პროცესის წინ მსგავსი განცხადება, ვფიქრობ არის დავალების შესრულება და ემსახურება ერთადერთ ამოცანას, ზეგავლენა მოახდინოს მოსამართლეზე. ახლა აღმოჩნდება, რომ სააკაშილი 2 დღეში თურმე შემწვარ გოჭსაც ჭამს. ასე, რომ ეს არ არის სერიოზული, ამდაგვარი ჩხაიძის განცხადებები", - ამბობს ჯიშკარიანი