ბათუმი-სარფის დამაკავშირებელ გზაზე კლდის ლოდები ჩამოიშალა
ცოტა ხნის წინ, ბათუმი-სარფის დამაკავშირებელ გზაზე კლდის ლოდები ჩამოიშალა. რის შედეგადაც გზის პირას მდგარი ერთი შენობა დაზიანდა. არსებული ინფორმაციით შემთხვევის შედეგად მოქალაქეები არ დაშავებულან.
ამ წუთებში, გზის მხოლოდ ერთი ნაწილია თავისუფალი და ამ ეტაპზე გადაადგილება სრულად შეზღუდული არ არის.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟები, ადგილზე სპეციალურ ტექნიკას ელოდებიან.
აღსანიშნავია, რომ იმ მონაკვეთზე, სადაც ლოდები ჩამოიშალა დამცავი ჯებირები გაკეთებულია, თუმცა დაზიანებულია.