უპრეცენდენტო ზომები ბენგურიონის აეროპორტში - საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას ცდილობენ

12.05.21 19:55
უპრეცენდენტო ზომები ბენგურიონის აეროპორტში - საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას ცდილობენ

ბენგურიონის აეროპორტში პოლიციამ უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები მიიღო, მგზავრები თელავივი-თბილისის რეისზე რეგისტრაციას გადიან. ბორტზე 176 მგზავრი იქნება.   2 ავიარეისით ისინი შეტაკებების ეპიცენტრს  დატოვებენ და სამშობლოში დაბრუნდებიან. მოვლენები ამ სცენარით იმ შემთხვევაში განვითარდება, თუ ბენგურიონის აეროპორტი   მოულოდნელად არ დაიკეტა, რადგან რაკეტების წვიმის შემდეგ ისრაელში დაბომბვის განახლებას ელოდებიან.

აირზენას რეისი თბილისის დროით 8-ის ათ წუთზე იყო დანიშნული, თუმცა ჯერ არ გამოფრენილა. ,,ჯორჯიან ეარვეისი"-ს დირექტორი აცხადებს, რომ უსაფრთხოების ყველა ზომა მიღებულია და რეისი მზად არის. თუმცა რატომ არ გაფრინდა თვითმფრინავი, ჯერ უცნობია.

ჩვენ ყოველ საათს კონტაქტი გვქონდა ბენგურიონის აეროპორტთან და როცა ის გაიხსნა,  ,,ჯორჯიან ეარვეისმა" უსაფრთხოების ყველა ზომა გაითვალისწინა, როცა დავრწმუნდით, რომ ფრენა უსაფრთხო იქნება, რეისი დაინიშნა. ამ ეტაპზე ნებართვას ველოდებით - აცხადებს ,,ჯორჯიან ეარვეისის" ხელმძღვანელი, რომან ბოკერია.

თუ ისრაელის მთავრობის ნებართვა იქნება, 176 მგზავრი თბილისში ღამის პირველ საათზე ჩამოვა.