მასშტაბური ხანძარი თბილისში

12.05.21 18:58
მასშტაბური ხანძარი თბილისში

მასშტაბური ხანძარი თბილისში- ისანში,  კაიროს ქუჩაზე, სასაწყობე ფართს გაუჩნდა, სადაც ინახებოდა შერეული საქონელი, უმეტესად პლასტმასის საქონელი. ადგილზე 13  სახანძრო ბრიგადა იყო  მობილიზებული. 

თვითმხილველის ინფორმაციით, ცეცხლი პლასტმასის ნარჩენებს გაუჩნდა. ზარალის შესახებ ინფორმაცია ჯერ ცნობილი არ არის. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ტვ პირველის ინფორმაციით, ხანძარი ამ ეტაპზე ლიკვიდირებული არ არის.