"გამაუპატიურა!" - ახალი ჩანაწერი ყაზახი ქალის ბურუსით მოცული სიკვდილის საქმეში
სკანდალური ჩანაწერი თბილისში გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ყაზახი გოგოს საქმეში. აუდიო მასალაში 26 წლის ასელ აიტპაევა ბესიკ თორდუას უყვება, რომ მისმა ნათესავმა (დის ქმარმა) მურად მეირბეკევმა გააუპატიურა. ერთ-ერთი ვერსიით, ჩანაწერი თორდიას მიერაა გაკეთებული:
ბესიკი - მან შენ გაგაუპატიურა?
ასელი - დიახ!... მეორე დღეს ჩემი თანხმობით იყო, იმიტომ რომ შემეშინდა.
ბესიკი - ერთდროულად როგორ შეიძლება, თანხმდებოდე და თან გეშინოდეს?
ასელი- დავთანხმდი იმიტომ, რომ მეშინოდა, არ ვეცემე.
57 წლის ბესიკ თორდუას ადვოკატი ამ ჩანაწერის საფუძველზე ამბობს, რომ ეს არის პირდაპირი მტკიცებულება იმისა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა და გოგონას ბურუსით მოცულ საქმეში მთავარი მოქმედი პირი გარდაცვლილის ნათესავია, მურად მეირბეკევი, რომელმაც საქართველო უკვე დატოვა.
გავასაჯაროვებ მთლიან აუდიომასალას, რომლის მოსმენის შემდეგ ყველა დარწმუნდება, რომ ბესოს ყაზახ გოგოზე არ უძალადია და არც მის გარდაცვალებაშია დამნაშავე, ჩემი კლიენტის უდანაშაულობაში ყველა დარწმუნდება"- ამბობს ლაშა შუკაკიძე.
საქმის მასალებში დევს ქალის გარდაცვალებამდე რამდენიმე წუთით ადრე გაკეთებული ჩანაწერიც, ამ შემთხვევაში, ბესიკ თორდია ასელ აიტპაევას ეუბება, რომ მისი ძმა პროკურორია, და კი- დეპუტატი და ახალგაზრდა ქალს მოკვლით ემუქრება. რედაქციის შენიშვნა: დაკავებულს და-ძმა საერთოდ არ ჰყავს:
ჩემი ძმა "ძაღლია", უფრო სწორედ პროკურორი. თვითონ მეუბნება, ძაღლი არ ვარო, მაგრამ ერთი ყ..ეა. მე შენ ჩემი და გაჩვენე, რომელიც დეპუტატია. დაგგლეჯენ, სანამ თვითმფრინავამდე მიხვალ"- აცხადებს ბესიკ თორდუა ჩანაწერში.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ "პირველებმა" ძალადობისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებული კაცის ჩვენებაც გაასაჯაროვა.
57 წლის კაცი ირწმუნება, რომ ასელ აიტპაევასთან სექსუალური კავშირი ახალგაზრდა ქალის თანხმობით და სურვილით დაამყარა.
ბესო თორდუა აღნიშნავს, რომ ასელი საკუთარი დის ქმარმა გააუპატიურა და სწორედ ამიტომ მოიკლა ქალმა თავი.
ოფიციალური ინფორმაციით, 26 წლის ქალი, ყაზახეთის მოქალაქე, ასელ აიპაევა მიმდინარე წლის 5 მაისს მე-8 სართულიდან გადახტა და თავი მოიკლა.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ ახალგაზრდა ქალი მუქარის და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო.