მკვლელობა ციხეში განსაკუთრებული სისასტიკით - მსჯავრდებულს ათავისუფლებენ

13.05.21 11:39
მკვლელობა ციხეში განსაკუთრებული სისასტიკით - მსჯავრდებულს ათავისუფლებენ

2014 წელს ქუთაისის  ციხეში სასტიკით მოკლული გიგა ფარტენაძის პროკურატურამ საპროცესო გარიგება გაუფორმა. დამნაშავე ციხეს ვადაზე ადრე დატოვებს. საგამოძიებო უწყებამ ეს გადაწყვეტილება სხვადასხვა საქმეებზე თანამშრომლობის სანაცვლოდ მიიღო.
ფაქტი ფარტენაძის ოჯახმა გააპროტესტა. 

აღშფოთებული ვარ დღევანდელი ხელისუფლების მოქმედებით. პიროვნებას, რომელსაც სამი ადამიანი ჰყავდა მოკლული და მეოთხე გიგა ფარტენაძე იყო, გაუფორმეს საპროცესო შეთანხმება. ნუთუ, არ სრცხვენია ამ ხელისუფლებას, მკვლელებს რომ გარეთ უშვებს. მერვე წელი დაიწყო. ვიბრძვით, ამ ბრძოლას შედეგი არ აქვს და თუ არ უნდათ ახალი მკვლელობები, იმედია, ხალხი დაგვიდგება გვერდში, რომ შოთა შანიძე და მისნაირები გარეთ არ გამოვიდნენ, - ამბობს გარდაცვლილის დედა. 

ოჯახის წევრები ხელისუფლებას დანაშაულის წახალისებაში ადანაშაულებენ. ისინი ამბობენ, რომ მთავრობამ მათ სულში ჩააფურთხა.

ყველა დაზარალებულს ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ ჩაგვაფურთხა სულში. პირიქით, გვერდში უნდა დაგვდგომოდა და დამნაშავე უმკაცრესად ყოფილიყო დასჯილი, ამ შემთხვევაში მოხდა პირიქით. ამით თქვა სახელმწიფომ, რომ რაც არ უნდა ჩაიდინოს პირმა, როგორი მძიმე დანაშაულიც არ უნდა ჩაიდინოს მან, თუ მათთან ითანამშრომლებს, თუ პროკურატურასთან გახდება ოქროს მოწმე, მას ყველანაირი ამნისტია შეიძლება, შეეხოს. ამით მოხდა წახალისება დანაშაულის და მე პირადად ვარ ძალიან შეურაცხყოფილი, - ამბობს ფარტენაძის ოჯახის წევრი.

გიგა ფარტენაძის ოჯახი აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ მათ  სამართლებრივი ბრძოლის ყველა ბერკეტი წაართვა, გაჩერებას არ აპირებენ და არც საპროტესტო აქციებს გამორიცხავენ.