დავით გარეჯის საკითხი - ხელისუფლება აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების დეტალებს არ ასაჯაროვებს

13.05.21 13:39
დავით გარეჯის საკითხი - ხელისუფლება აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების დეტალებს არ ასაჯაროვებს

დავით გარეჯის საკითხი - აზებაიჯანთან მოლაპარაკებების დეტალებს ხელისუფლება არ ასაჯაროვებს. არსებობს უტყუარი ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით ქვეყნებს შორის კონფლიქტის მოგვარების მომხრეა, თუმცა რა კოპრომისზე წავა აზერბაიჯანი იმისთვის, რომ დავით გარეჯის კომპლექსი  საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩეს, ჯერ-ჯერობით უცნობია.

საკითხის მოგვარებასთან დაკავშირებით პოზიტიური განწყობა აქვს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს. დავით ზალკალიანი ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა და ილჰამ ალიევმა დავით გარეჯის თემაზე შეთანხმებას მიაღწიეს. 

ეს იყო განხილვის ერთ-ერთი საკითხი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ჩვენი აზერბაიჯანელი პარტნიორების მხრიდან, სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან გვაქვს კიდევ ერთხელ გამოხატული მზაობა, რომ საკითხი რაც შეიძლება, სწრაფად გადაწყდეს ისე, როგორც შეეფერება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას. ის სულისკვეთება, რომელიც სუფევდა ბოლო ვიზიტის დროს, პრემიერ-მინისტრის ვიზიტის დროს, მე მაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ეს საკითხი იქნება გადაწყვეტილი ჩვენი ორივე მხარის სტრატეგიული პარტნიორობის ინტერესებიდან გამომდინარე, - განაცხადა ზალკალიანმა. 

რა მოლაპარაკება შედგა ორი ქვეყნის მეთაურს შორის, არც  „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა იციან. 

სხვა დეტალურ ინფორმაცია, გარდა იმისა, რაც საჯაროდ ითქვა, მე პირადად არ ვიცი. არ მომიკითხავს, -ამბობს მმართველი გუნდის დეპუტატი, შალვა პაპუაშვილი. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და აზერბაიჯანის პრეზდენტს, ილჰამ ალიევს, შორის შეხვედრა ერთი კვირის წინ გაიმართა. 
 

მსგავსი სიახლეები