ვითხოვთ ღირსეულ სამუშაო პირობებს და ჩვენი შრომის დაფასებას - აქცია ოზურგეთში

13.05.21 14:18
ვითხოვთ ღირსეულ სამუშაო პირობებს და ჩვენი შრომის დაფასებას - აქცია ოზურგეთში

უკვე მეათე დღეა, ოზურგეთში  პურის ფქვილის საწარმო "გულისტანს" სამუშაო პროცესი შეჩერებული აქვს. ამის მიზეზი თანამშრომელთა გაფიცვაა, რომლებიც  სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ფიქსირებულ ხელფასებს ითხოვენ.

ვითხოვთ ღირსეულ სამუშაო პირობებს და ჩვენი შრომის დაფასებას. მიზერულ ხელფასებზე გვამუშავდნენ არაადამიანურ პირობებში. გვეუბნებიან, რომ პირობებს გააუმჯობესებენ, მაგრამ მთავარი მოთხოვნის, ფიქსირებული ხელფასების, დანიშვნას არ ითვალისიწინებენ. სწორედ ამიტომ ვართ აქ მეათე დღეა და ვიქნები მანამ, სანამ ჩვენს მოთხოვნებს არ შეასრულებენ, _ აღნიშნავენ მუშები, რომლებსაც დღეს სოლიდარობა რიგითმა მოქალაქეებმაც გამოუცხადეს.