თბილისის ნაწილს 18 საათი წყალი არ ექნება
14 მაისს, თბილისის ნაწილს წყალი 18 საათით შეუწყდება. უწყლობა 14 მაისის 14:00 სთ-დან დაიწყება და 15 მაისის დილის 08:00 სთ-მდე გაგრძელდება.
წყალმომარაგების შეწყვეტის მიზეზად "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს, ასევე წყალმომარაგების სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის ზრუნვას ასახელებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ხვალ, 14 მაისს, წყალმომარაგების სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის ბახტრიონის სატუმბო სადგურზე აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.წყალმომარაგების სისტემის სტაბილური ფუნქციონირებისთვის ბახტრიონის სატუმბო სადგურში მოეწყობა დამატებითი ტუმბო-აგრეგატი. ასევე წყლის ნაკადების ეფექტურად მართვისთვის შეიცვლება ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული", - აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.
ქუჩების ჩამონათვალი, სადაც წყალმომარაგება შეწყდება იხილეთ ლინკზე.