მესამე ძალა ცდილობს, ორ ეთნოსს შორის შუღლი ჩამოაგდოს - მუსლიმი თემი ჯვრის შეურაცხყოფის ფაქტზე
არც ერთი მუსლიმი არ შეურაცხყოფს სხვა რწმენის სიმბოლიკებს- ამის შესახებ მუსლიმთა თემის ხელმძღვანელი, მირტაგ ასადოვი, აცხადებს. სასულიერო ლიდერს მიჩნია, რომ გაგის ციხეზე ქრისტიანული ჯვრის შეურაცხყოფით მესამე ძალას ორ ეთნოსს შორის შუღლის ჩამოგდება სურს.
მე ვფიქრობ, რომ ასეთ დაძაბულ ვითარებაში მესამე ძალა ცდილობს, ორ ეთნოსს შორის დაძაბულობა და შუღლი შემოიტანოს, ასეთ ვითარებაში ხელისუფლებას და საგამოძიებო ორგანოებს ეკისრება პასუხისმგებლობა. მინდა, ქართველ ძმებს და დებს მივმართო, არც ერთი მუსლიმი არ შეურაცხყოფს სხვა რწმენის სიმბოლიკებს, რადგან ისლამი ეწინააღმდეგება სხვა რელიგიის შეურაცხყოფას - აცხადებს მირტაგ ასადოვი.
ისტორიული გაგის ციხეზე აღმართული რამდენიმე მეტრიანი ჯვარი დღეს უცნობმა პირებმა დააზიანეს.
მსგავსი სიახლეები
სამოქალაქო საზოგადოების მიმართვა პარტნიორებს: მოსკოვმა შემცირებული გავლენის კომპენსირებისთვის შესაძლოა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები გამოიყენოს
სამოქალაქო საზოგადოება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონების ანექსიური პროცესებისა და უსაფრთხოების რისკების გაძლიერებასთან დაკავშირებით საერთაშორისო პარტნიორებს მიმართავს