ბავშვებს ასწავლიან სიძულვილს, აგრესიას - PHR ნინოწმინდის პანსიონატზე

15.05.21 13:36
ბავშვებს ასწავლიან სიძულვილს, აგრესიას - PHR ნინოწმინდის პანსიონატზე

არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" მიიჩნევს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატის ამ ფორმით ფუნქციონირება არასრულწლოვნებისთვის საზიანოა. ბავშვთა უფლებადამცველი და ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ანა აბაშიძე მიიჩმევს, რომ პანსიონატში ბავშვთა უფლებები იზღუდება და 57 აღსაზრდელი არასათანადო პირობებში იზრდება. აბაშიძე მიიჩნევს, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატი უნდა დაიხუროს და  ბავშვები  ოჯახებში გადანაწილდნენ.

იქ არის როგორც ძალადობრივი დასჯის პრაქტიკა, ასეთი ადამიანების მიერ აღზრდილი ბავშვები როგორი ღირებულებების შეიძლება იყვნენ, მათ ასწავლიან სიძულვილს, აგრესიას, უზრდელობას პირდაპირ შეიძლება ვთქვათ.

გაერო დიდი ალბათობით არსებითად მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას იტყვის ასეთი ფორმის დაწესებულების ქვეყანაში არსებობის შესახებ, რაც შეუწყობს იმას რომ დეინსტიტუციონალიზაცია მოხდეს, ბავშვები არ ცხოვრობდნენ ინტერნატში და ბავშვები ცხოვროდნენ ოჯახებში, ოჯახებთან მიახლოებულ გარემოში", - ამბობს ანა აბაშიძე.

ანა აბაშიძე მიიჩნევს, რომ სახელმწიფო სასწრაფოდ უნდა ჩაერიოს და გაეროს ბავშვთა კომიტეტის გადაწყვეტილების აღსრულება დროულად მოხდეს.

გაეროს დროებითი ღონისძიების გამოყენებიდან, რომელიც დაუყონებლივ უნდა აღესრულებინა სახელმწიფოს, გასულია კვირაზე მეტი და ვხედავთ, რომ არ გადაწყვეტილების აღსრულება არ ხდება. ის კვლავ წინააღმდეგია,მონიტორინგის სისტემების, განსაკუთრებით აგრესიულია სახალხო დამცველის მიმართ,სახელმწიფოს დასცინის ყოვედღიურად, როცა ეუბნება, რომ სახელმწიფო მე ვარო, ამაზე  თავმოყვარე ხელისუფალი ვერ უნდა იძინებდეს ", - ამბობს ანა აბაშიძე.

გაეროს ბავშვთა ფონდის მოთხოვნის მიუხედავად მეუფე სპირიდონი პანსიონატში არც სახალხო დამცველს და არც სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს არ უშვებს. მეუფე სპირიდონი სახალხო დამცველს თავს ესხმის და ამბობს, რომ მის ჭკუაზე ქართველმა კაცმა არ უნდა იაროს