გავიგებთ სად ატარებენ და ხელს შევუშლით - ჰომოფობების მუქარა ლგბტ თემზე

16.05.21 11:32
გავიგებთ სად ატარებენ და ხელს შევუშლით - ჰომოფობების მუქარა ლგბტ თემზე

ჰომოფობიური ჯგუფი ლგბტ თემს 17 მაისთან დაკავშირებული ღონისძიებების ჩაშლით ემუქრება. მუქარის განხორციელება გუშინ გურამ ფალავანდიშვილმა დაიწყო, როცა დედაენის ბაღში ლგბტქ თემის მიერ დადგმული ინსტალაცია დაარბია, დღეს კი მისი შვილი ლგბტ თემის მიერ ორგანიზებული შეკრებების ჩაშლით იმუქრება. ალექსანდრე ფალავანდიშვილი ამბობს, რომ ნებისმიერი მოქალაქე ისე უნდა მოიქცეს, როგორც მამამისი.

ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა ადამიანებზე არ ყოფილა, თუმცა ეს ჩეჩმის ფორმის ინსტაკაცია ლგბტ, რომელიც არის უდიდესი ცოდვის პროპაგანდა მამაჩემმა წააქცია, რა თქმა უნდა ყველა კეთილსინდისიერი ადამიანი ასე მოიქცევა, როცა თავის ქალაქში ძალიან დიდი ცოდვის პროპაგანდა ხდება. 15-დან 20 მაისის ჩათვლით იქნება ამათი ღონისძიებები, თუმცა სად და როდის არ აკონკრეტებენ, რომელსაც გავიგებთ ჩვენ ნებისმიერზე მივალთ და ნებისმიერს შევუშლით ხელს", - ამბობს ალექსანდრე ფალავანდიშვილი.

Tbilisi Pride-ის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გიორგი თაბაგარი ამბობს, რომ ისინი 17 მაისთან დაკავშირებით მხოლოდ დახურული ღონისძიების გამართვას აპირებენ.

"დედაენის ბაღში" LGBTQ აქტივისტების მიერ მომზადებული ინსტალაცია “welcome to the closet” გურამ ფალავანდიშვილმა დააზიანა. ფაქტზე გამოძიება შსს-მ დაიწყო.  გურამ ფალავანდიშვილი დაკითხვაზეა დაბარებული.