17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა

17.05.21 10:25
17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა

დღეს ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.

ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე თავდაპირველად აიდაჰოს კომიტეტმა დააფუძნა. 17 მაისი სიმბოლურად იმ თარიღს უკავშირდება, როცა  1990 წლის 17 მაისს ამ დღეს ჯანმრთელობის  მსოფლიო ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა   დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციიდან ამოიღო.

საქართველოში 17 მაისი 2011 წლიდან აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით Tbilisi Pride მასშტაბურ ღონისძიებებს არ გამართავს. დღეს საპატრიარქო თბილისის ქუჩებს აკურთხებს.