დმანისში ვითარება უკიდურესად დაიძაბა - ისვრიან ქვებს
ამ წუთებში დმანისში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. შეტაკება ეთნიკურად აზერბაიჯანელებსა და ეკომინგრანტებს შორის მიმდინარეობს. ორივე მხარე ხელკეტებით არის შეარაღებული და ერთმანეთის მიმართულებით ქვებს ისვრის. პოლიცია ადგილზე სიტუაციის განმუხტვას ცდილობს.
მოსახლეობის ორი ჯუფი დმანისის ცენტრში ცოტა ხნის წინ შეიკრიბნენ და გუშინ მომხდარი დაპირისპირების მონაწილეების დასჯას ითხოვენ.
შეგახსენებთ, სისხლიანი დაპირისპირება გუშინ ღამე, მაღაზიასთან, დაიწყო.